გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიას“ შემადგენლობაში ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში არ უთამაშია. თუმცა, ამის მიზეზი ის არ ყოფილა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი არ ენდო. უბრალოდ, თამაშის წინა დღეებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს ყელი ტკიოდა და დაბალი სიცხე ჰქონდა. „ვალენსიამ“ „გრანადას“ უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 48-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში გონსალო გედეშმა გახსნა. 51-ე წუთზე სტუმართა კარი გომესმა აიღო. 56-ე წუთზე უგო გილამონმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანა. 62-ე წუთზე კარლოს სოლერმა პენალტი გამოიყენა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. „ვალენსია“ 36 ქულით 20- გუნდიან ჩემპიონატში მე-9 პოზიციაზეა.





