ჩაკვეტაძის პირველი სრული მატჩი “ჰამბურგში”

0
31

გიორგი ჩაკვეტაძემ “ჰამბურგში” გადასვლის შემდეგ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ორი ტაიმი პირველად ითამაშა. 25-ე ტურში ჰამბურგელები სტუმრად “ნიურნბერგს” შეხვდნენ და 1:2 დამარცხდნენ. ჩაკვეტაძე სასტარტოში იყო და საფინალო სასტვენამდე არ შეუცვლიათ. მასპინძლებიდან მე-15 წუთზე კიოპკემ გახსნა, ხოლო სტუმრებიდან ანგარიში 25-ე წუთზე როისმა გაათანაბრა. “ნიურნბერგიდან” 88-ე წუთზე გამარჯვების გოლი ჰანდვერკერმა გაიტანა. “ჰამბურგგმა” ჩემპიონატში ზედიზედ ორი მატჩი წააგო და 41 ქულით 18 გუნდში მე-5 ადგილზეა.