“ლოკომოტივს” გაბაძე უკაპიტნებს, ბოკერია კლუბიდან წავიდა

0
82

თბილისის “ლოკომოტივის” ახალი კაპიტანი მარჯვენა მცველი გიორგი გაბაძე იქნება. 26 წლის ფეხბურთელი თბილისური კლუბის აღზრდილია და მის ღირსებას 2011-2012 წლების სეზონიდან იცავს. გაბაძე 2013-2014 წლების სეზონში ქუთაისის “ტორპედოში” გამოდიოდა და საქართველოში სხვა გუნდებში არ უთამაშია. შეგახსენებთ, რომ მომავალ სეზონის წინ “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ლაშა ჭაღიაშვილი დაბრუნდა, რომელმაც გიორგი ჭიაბრიშვილი შეცვალა.
“ლოკომოტივიდან” წავიდა სპორტული დირექტორი თაზო ბოკერია, რომელიც კლუბში წლების განმავლობაში მუშაობდა.