მიქელთაძემ “ნიუკასლს” სტუმრად მოაგებინა

0
33

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის უმაღლეს დივიზიონში კიდევ ერთი გოლი გაიტანა და თავის გუნდს სტუმრად მოაგებინა. ავსტრალიის ჩემპიონატის მე-14 ტურში “ნიუკასლს ჯეთსი”, სადაც ქართველი თავდამსხმელი გამოდის სტუმრად “ბელბურნ ვიქტორიას” შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა.
მასპინძლები პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ბრიმერმა დააწინაურა. მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში მელბურნელებს ფეხბურთელი გაუძევეს, ხოლო 57-ე წუთზე უილმა ანგარიში გაათანაბრა. მიქელთაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 21-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 70-ეზე კი პენალტი ზუსტად შეასრულა და “ნიუკასლმა” 3 ქულა აიღო. 24 წლის ფორვარდმა, რომელიც ავსტრალიაში სადებიუტო სეზონს ატარებს 8 თამაშში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო. ნიუკასლელები 11 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 პოზიციაზე არიან.