არველაძის „ჰალმა“ ზედიზედ მესამედ წააგო

0
51

შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ჰალმა“ ზედიზედ მესამე თამაშში ქულა ვერ აიღო. ინგლისის ჩემპიონშიფის 32-ე ტურში „ჰალი“ შინ გათამაშების ლიდერ „ფულემს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
შესვედრის პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. „ფულემი“ 57-ე წუთზე სერბეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ალექსანდრ მიტროვიჩმა დააწინაურა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
არველაძემ გუნდს 4 შეხვედრაში უხელმძღვანელა და „ჰალმა“ მხოლოდ ერთი მოიგო. ჰალელები 32 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-19 ადგილზე არიან.