“საბურთალომ” თურქეთში ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა – დღეს მეტოქე, რუსეთის პირველი ლიგის ლიდერი “ორენბურგი” იყო. მატჩი მეტოქის გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.
თავდაპირველად, ირაკლი სიხარულიძემ გახსნა ანგარიში, მაგრამ “ორენბურგის” ფეხბურთელებმა პირველი ნახევრის მიწურულს აღადგინეს წონასწორობა. თუმცა, საწყის 45 წუთში საბურთალოელებს ორჯერ მართებდათ გოლის გატანა.
მეორე ტაიმში მეტოქე ჯერ წინ გავიდა, ცოტა ხანში კი ორი ბურთით დაწინაურდა. მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ირაკლი სიხარულიძემ დუბლი მიითვალა. როგორც შემდგომ გაირკვა, აღნიშნული გოლი ბოლო გამოდგა შეხვედრაში.
გოშაძე, უბილავა, კაკუბავა, ჯგერენაია, ლაცაბიძე, შ. ნონიკაშვილი, ქარდავა, ლ. ნონიკაშვილი, გოჩოლეიშვილი, ტაბატაძე, სიხარულიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: მეგრელიშვილი, მამაცაშვილი, ჩადუნელი, იაშვილი, გულიაშვილი.





