ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩის რუსეთის პრემიერ ლიგის წარმომადგენელ ყაზანის „რუბინთან“ ჩაატარა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გამოდის.
ბათუმელთა მთავარი მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა:
კუპატაძე, ნავალოვსკი (კ), აზაცკი, რეხვიაშვილი, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, რადინი, დენკოვიჩი, ბიძინაშვილი, ჯიღაური, ლობჯანიძე.
ყაზანელა რიგებში მოედანზე პირველი წუთიდან კვარაცხელია იყო, რომელმაც მოსამზადებელ პერიოდში პირველი საკონტროლო თამაში ჩაატარა.
მატჩის დასაწყისში კვარაცხელიამ ბათუმელთა მეკარესთან პირისპირ დანიელი დრეიერი გაიყვანა, რომლის დარტყმული კუპატაძემ მოიგერია. ცოტა ხანში თავის გამოჩენა თავად „რუბინი“ ქართველ ლეგიონერ შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. ამის შემდეგ კვარაცხელია საჯარიმოს გარედან კუპატაძეს ბურთს თავს ზემოთ უგდება, თუმცა „დინამოს“ მეკარემ ნახტომში კარი „მშრალად“ შეინახა. მოგვიანებით ბათუმელთა დაცვის შეცდომის შემდეგ „რუბინმა“ ანგარიშის გახსნის ასპროცენტიანი შანსი ხელიდან გაუშვა – ზუევმა ახლო მანძილიდან ცარიელ კარში ვერ გაიტანა. გეგუჩაძის გაწვრთნილებს მეტოქის კართან ხიფათი არ შეუქმნიათ. შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ შესვენებაზე კვარაცხელია შეცვალა.
მე-60 წუთზე ყაზანელთა მცველმა ბათუმელი ფეხბურთელი თავის საჯარიმოში წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტიანი ჯაბა ჯიღაურმა შეასრულა და მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ არბიტრმა მიიჩნია, რომ „რუბინის“ გოლკიპერს დარტყმის მომენტში ორივე ფეხი კარის ხაზზზე არ ჰქონდა და ჯიღაურს მეორე შანსი მისცა, რომელიც ბათუმელმა გამოიყენა.
ცოტა ხანში, მსაჯის აზრით ბენჟამინ ტეიდმა „დინამოს“ საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი დადო, რომელიც „რუბინმა“ გამოიყენა. ყაზანელტა გოლიდან მცირე დროში ბათუმელთა შემადგენლობაში თამაშში ჯანო ანანიძე ჩაერთო.
ანგარიშის გათანაბრებიდან 5 წუთში რუსი ფეხბურთელი კუპატაძესთან პირისპირ გავიდა და გაიტანა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და “დინამო” დამარცხდა. მატჩის მიწურულს ჯიღაურმა დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.





