კაჭარავა სამხრეთ კორეაში ოფიციალურად წარადგინეს

0
48

სამხრეთ კორეის რანგით მეორე ლიგაში (K League 2) მოასპარეზე „ჯეონამ დრაგონსმა“ ქართველი თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა ოფიციალურად წარადგინა. 28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა:
„აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. კორეაში ჩამოსვლამდე K League-ს და „ჯეონამის“ ბევრი თამაში ვნახე. „ჯეონამის“ შესახებ ბევრი რამ ვაკოსგან გავიგე, რომელიც „ულსანში“ თამაშობს. ამ გუნდის იოლად დამარცხება არავის შეუძლია და ვეცდები ჩემი შესაძლებლობა გამოვავლინო, რომ „ჯეონამს“ თავისი მიზნის მიღწევაში დავეხმარო“.
კაჭარავა 2018-2021 წლებში კვიპროსის „ანორთოსისში“ გამოდიოდა – გასული სეზონი იჯარით პოზნანის „ლეხში“ გაატარა. მანამდე, ის ყაზანის „რუბინში“, „ცხინვალში“, „როსტოვში“, ახნას „ეთნიკოსში“ და კიელცეს „კორონაში“ ირიცხებოდა.