“საბურთალო” საკონტროლო მატჩს წიტაიშვილის გუნდთან ჩაატარებს

0
25

დედაქალაქური “საბურთალო” თურქეთში მორიგ საკონტროლო შეხვედრას გამართავს – მეტოქე უკრაინის უმაღლესი ლიგის ბინადარი ოდესის “ჩერნომორეცი” იქნება. მატჩი ბელეკში გაიმართება, ხოლო შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
ჩვენი მომავალი მეტოქე ორ კვირაზე მეტია თურქულ შეკრებაზე იმყოფება და პარალელურად ამხანაგურ მატჩებს მართავს. 18 იანვარს გდანსკის “ლეხიასთან” წააგო 0:2, შემდეგ “პრიშტინას” (კოსოვო) მოუგო 4:0. რამდენიმე დღეში იმავ კოსოვოს გუნდთან “დრიტასთან” ითამაშა 1:1. ამავე ანგარიშით დაასრულა მატჩი მაკედონიის “შკუპთან”, ხოლო ხარკოვის “მეტალისთან” თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.
ოდესის ჩერნომორეცის ღირსებას ქართველი ფეხბურთელები იცავენ –წიტაიშვილიდა ვაჩიბერაძე. ამ დროისთვის “ჩერნომორეცი” 16 გუნდიან პირველობაზე გათამაშების ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს.