შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

0
66

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. აღნიშნული ტურის მატჩი “ტენერიფეს” ქართველმა ცენტრმა გასული წლის 20 ნოემბერს ითამაშა და “გრან კანარიას” დამარცხებაში ლომის წილი დაიდო – 20 ქულა, 10 მოხსნა და სარგებლიანობის 41 კოეფიციენტი. იმ ტურში ერთი მატჩი (ბრეგანი-ხუვენტუდი) გადაიდო და ლამის 2-თვიანი დაგვიანებით, 16 იანვარს გაიმართა.
შერმადინის შედეგი ვერავინ გადაფარა და ქართველი ცენტრი დამსახურებულად გახდა მე-11 ტურის საუკეთესო მოთამაშე. ეს შერმადინის პირველი ტურის MVP-ის ტიტულია მიმდინარე სეზონში. ამ მხრივ ლიდერები ჯანან მუსა, მიკოლა მიროტიჩი და კლევინ ჰანა არიან, რომლებსაც 2-2-ჯერ აქვთ MVP-ის ტიტული მოგებული.
შერმადინი ესპანეთში ასპარეზობის განმავლობაში ტურის საუკეთესო მოთამაშედ მეცამეტედ დაასახელეს.