„ოლიმპიაკოსის“ მცველი ხელკეტებით სცემეს

0
53

ათენის „ოლიმპიაკოსის“ მცველი რუბენ სემედუ თავის სახლთან ხელკეტებით ცემეს, იუწყება ბერძნული ტელეარხი ERT1. პორტუგალიელ ფეხბურთელს, რომელიც კარიერის განმავლობაში არაერთ სკანდალში გახვეულა, პარასკევს საღამოს თავს სამი ნიღბიანი მამაკაცი დაესხა, რის შემდეგ მიიმალნენ, სემედუს თან მეგობარიც ახლდა.
„ოლიმპიაკოსის“ მცველი მეგობართან ერთად ჯერ პოლიციის განყოფილებაში დასაკითხად გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ საავადმყოფოში მოათავსეს.
შესაძლოა მომხდარი სემედუს წარსულს უკავშირდებოდეს. შარშან, ის 17 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, მაგრამ შემდეგ 10000 ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.