„ჰათაისფორი“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, თურქეთის თასის 1/8-ფინალში გავიდა. ჰათაელებმა 1/16-ფინალში რანგით მეორე ლიგის „მენემესფორს“ უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. სწორედ ლობჟანიძემ გაუკეთა 51-ე წუთზე საგოლე პასი სენტ-ლუისს, რომელმაც თანაგუნდელი არ დააღალატა.
27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც „ჰათაისფორში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 18 მატჩში (13 სასტარტოში) 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. მან თასზე 2-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.





