კოვიდინფექციით გამოწვეული გართულების შემდეგ დუდა სანაძემ პირველი შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს ნაკრების 29 წლის მსროლელმა სექტემბრიდან მოყოლებული პირველად იასპარეზა, ამასთან, “ბორაცის” სასტარტო შემადგენლობაში დააყენეს.
სანაძის “ბორაცი” ადრიატიკის ლიგაში ფავორიტად მიჩნეულ ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” ესტუმრა და 62:109 დამარცხდა. დუდამ მოედანზე 16 წუთი გაატარა და გუნდს 4 ქულა და 3 პასი შესძინა.





