ბექა მიქელთაძემ „ნიუკალს ჯეთსის“ მაისურით ავსტრალიის A ლიგაში (უმაღლესი დივიზიონი) პირველი დუბლი მიითვალა. ნიუკასლელებმა მე-4 ტურში „ველინგტონ ფინიქსი“ მიიღეს და 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
მიქელთაძემ შეუცვლელად ითამაშა და 32-ე წუთზე მარჯვნიდან საჯარიმოში შეჭრილი ბუმალის გადაცემის შემდეგ ერთი შეხებით ანგარიში გახსნა. ოც წუთში ქართველმა თავდამსხმელმა ველინგტონელთა საჯარიმოში ბურთი იუელთან გაითამაშა და საბოლოოდ კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა. 69-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი მუმანემ გამოიჩინა, ხოლო მე-80 წუთზე მიქალთაძის პასის მერე გოლი დანიელ პენამ გაიტანა.
24 წლის მიქელთაძემ, რომელიც „ნიუკასლ ჯეთს“ სეზონსი დაწყებამდე შეურთდა, 4 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. „ჯეთსი“ 5 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
