ვოლკოვმა თავისი რეკორდი გაიმეორა – ნაკრების ფორვარდს “დინამო” ეპატიჟება

0
65

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში თავისი მე-10 გოლი გაიტანა. მე-13 ტურში „ზირე“, სადაც ქართველი ფეხბურთელი გამოდის სახლში „გაბალასთან“ 1:2 დამარცხდა.
სტუმრები 32-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო მეორე გოლი მე-40 წუთზე გაიტანეს. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე მასპინძლების შეტევას მარცხენა ფლაანგიდან საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა და „გაბალას“ მეკარე გამოსვლაზე შეცდა, ხოლო საქართველოს ნაკრების ფორვარდს ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია. სხვათა შორის, 2019-2020 წლების სეზონში ის „ზირეში“ სწორედ „გაბალადან“ გადავიდა.
ვოლკოვმა შედეგიანობის მხრივ კარიერის საუკეთესო მიღწევა გაიმეორა – მან 10 ბურთი 2012-2013 წლების სეზონში „გაგრას“ მაისურით ეროვნულ ლიგა 2-ში გაიტანა, ხოლო ამდენჯერვა თავი 2017 წელს „საბურთალოში“ ასპარეზობის დროს გამოიჩინა. „ზირე“ 22 ქულით 8-გუნდიან პრემიერ ლიგაში მე-3 ადგილზეა.
აზერბაიჯანული ვებპორტალის azerisport.com-ის ინფორმაციით, ვოლკოვს თბილისის “დინამო” ეპატიჟება და მისი გუნდში ხილვა პირადად მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს სურს. აღსანიშნავია, რომ 26 წლის ფორვარდი “დინამოში” 2014-2016 წლებში ირიცხებოდა და გოლი არ გაუტანია.