ნანი „ორლანდო სიტის“ დაემშვიდობა

0
76

პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ნანი MLS-ში მოასპარეზე „ორლანდო სიტიდან“ მიდის.

მან ამის შესახებ თავის ინსტაგრამზე დაწერა:

„ორლანდო ქალაქია, რომელსაც შემიძლია ჩემი სახლი ვუწოდო. ყოველივე კარგი ოდესმე მთავრდება. ჩემთვის ამ გუნდის კაპიტნობა და მასთან ერთად MLS is Back Tournament-ის პლეი-ოფსა და ფინალში გასვლა პატივი იყო. ამ გუნდს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“.

ნანიმ ორწელიწადნახევარში „ორლანდო სიტიში“ ჩატარებულ 77 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 23 საგოლე პასი გააკეთა.

პორტუგალიელმა კარიერის საუკეთესო პერიოდი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა, სადაც ყველა ტურნირში 230-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 40-ჯერ აიღო.