„რაკუვმა“, რომლის ღირსებას ვაკო გვილია იცავს, პოლონეთის ექსტრაკლასაში ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო.
მე-14 ტურში „რაკუვმა“ სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტი „პოგონი“ მიიღო და გუნდები ერთმანეთსს გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ. სხვათა შორის, გვილიას გუნდმა მე-14 ტურშიც მატჩი უგოლო ფრით დაასრულა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს.
„რაკუვს“ 26 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზე ჩამოქვეითდა.
ოთარ კაკაბაძე „კრაკოვიაში“ ისევ არ ათამაშეს. ამჯერად, მისი გუნდი სტუმრად „ვისლასთან“ 0:1 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი განაცხადში მოხვდა, მაგრამ მოედანზე არ შესულა. „კრაკოვია“ 17 ქულით მეთერთმეტეა.




