უკრაინის საფეხბურთო პრემიერ ლიგაში სოლომონ კვერკველიას დებიუტი შედგა.
„მეტალისტ 1925“-მა, რომელსაც საქაართველოს ნაკრების მცველი მიმდინარე კვირაში შეუერთდა „ინგულეცი“ მიიღო და 4:0 დაამარცხა.
კვეკკველია სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 3:0 იგებდა.
29 წლის კვერკველია გასულ სეზონში ვოლგოგრადის „როტორში“ გამოდიოდა, რომელიც რუსეთის პრემიერ ლიგიდან გავარდა, ხოლო ხარკოველებთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.
კვერკველია კარიერის განმავლობაში რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის „რუბინსა“ და მოსკოვის „ლოკომოტივში“ გამოდიოდა.
მან რუსეთის ჩემპიონატში და თასზე 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაში 10-ჯერ ითამაშა, ხოლო ევროპა ლიგაში 23-ჯერ.
კვერკველიამ რუსეთის ჩემპიონატი მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ერთად ერთხელ მოიგო (2017-2018 წლების სეზონში), ხოლო თასს 2-ჯერ (2016-2017, 2018-2019) დაეუფლა. გარდა ამისა, მოსკოველებთან ერთად სუპერთასი ერთხელ მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა რუსეთის თასი ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაშიც მოიპოვა – 2011-2012 წლების სეზონში.
ის საქართველოს ეროვნულ გუნდში 2014 წლიდან ასპარეზობს და 42 მატჩი ჩაატარა.
„მეტალისტ 1925“ 19 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.





