B და A ლიცენზიების სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს ლიცენზიები გადაეცათ

0
16

22 ოქტომბერს, დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს კუთვნილი ლიცენზიები გადაეცათ.

​უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების სასწავლო კურსი წარმატებით ჯამში 37-მა კურსანტმა დაასრულა. რამდენიმე თვიანი ინტენსიური სწავლება უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციის შესაბამისად, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა.

დავით პეტრიაშვილი არენაზე გამართულ ღონისძიებას სფფ-ის ბავშვთა და რეგიონული ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილი​, მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ვასილ მაისურაძე და უეფას ექსპერტი გენადი სკურტული ესწრებოდნენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას წარმომადგენლებმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს და კუთვნილი ლიცენზიები გადასცეს.