„გენტმა“, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, კონფერენს ლიგის B ჯგუფში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო.
ამჯერად, ბელგიელები სტუმრად ბელგრადის „პარტიზანს“ შეხვდნენ და 59-ე წუთზე კუმსის მიერ გატანილი გოლით გაიმარჯვეს.
ჩაკვეტაძე კონფერენს ლიგის მატჩში სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა და მე-80 წუთზე შეცვალეს. მანამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა 3 შეხვედრა შეცვლაზე ჩაატარა.
რაც შეეხება ბელგიის ჩემპიონატს, ტრავმის მორჩენის შემდეგ ჩაკვეტაძემ „გენტში“ 6-ჯერ (3-ჯერ სასტარტოში) ითამაშა.
„გენტი“ ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს და მომდევნო ეტაპზე გასვლა პრაქტიკულად გაინაღდა.





