ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც ჯაბა კანკავა და გურამ კაშია გამოდიან, კონფერენს ლიგის F ჯგუფში პირველი მატჩი მოიგო.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა გიბრალტარის „ლინკოლნს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, ისევე როგორც ვიცეკაპიტანმა კაშიამ.
„სლოვანს“ 4 ქულა აქვს და ჯგუფში მე-3 ადგილზეა. პირველ პოზიციაზეა ბერძნული პაოკია, ხოლო მეორეზე დანიის „კოპენჰაგენი“, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის.





