ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდა. 29-ე ტურში
უმნიშვნელოვანესი იყო განმუხურში გამართული შეხვედრა, სადაც ზუგდიდის „დინამომ“ ლიდერს, ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა. მასპინძელთა შემტევის, ვალერი ოლხოვის (57) ულამაზესი გოლი მე-80 წუთზე სტუმართა თავდამსხმელმა, გიორგი ივანიაძემ გაქვითა, მაგრამ გიგლა ბურკაძემ (84) შეხვედრის დასრულებამდე „დინამო“ ხელმეორედ დააწინაურა და ბოლნისელებს ლიდერობა დააკარგვინა.
კონკურენტი „სიონის“ მარცხით „გაგრამ“ ისარგებლა, რომელმაც აუტსაიდერი საჩხერეს „ჩიხურა“ 2:0 დაამარცხა. დუბლი თორნიკე მუმლაძემ შეასრულა, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ საჩხერელთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ამ მოგებით „გაგრამ“ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა და „სიონს“ ქულით გადაასწრო.
| ა | კლუბი | თ | ± | ქ | |
|---|---|---|---|---|---|
| 1. | გაგრა |
29 | 41 | 64 | |
| 2. | სიონი |
29 | 27 | 63 | |
| 3. | მერანი მრ |
29 | 12 | 49 | |
| 4. | გარეჯი |
29 | 6 | 45 | |
| 5. | მერანი თბ |
29 | 8 | 42 | |
| 6. | შევარდენი 1906 |
29 | 0 | 37 | |
| 7. | დინამო ზგ |
29 | -24 | 35 | |
| 8. | ვიტ ჯორჯია |
29 | -9 | 33 | |
| 9. | რუსთავი |
29 | -9 | 30 | |
| 10. | ჩიხურა |
29 | -52 | 6 |


გაგრა
სიონი
მერანი მრ
გარეჯი
მერანი თბ
შევარდენი 1906
დინამო ზგ
ვიტ ჯორჯია
რუსთავი
ჩიხურა


