მოსკოვის ცსკა-ს ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ სანკტ-პეტერბურგის “ზენიტთან” მოგებულ მატჩში 33 ქულა ჩააგდო. ევროლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა თორნიკე ტურის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელა.
ცსკა-ს ოფიციალური გვერდი წერს, რომ შენგელიამ “ზენიტთან” მატჩის შემდეგ მხარი ასტკივდა. ბელგრადის “ცრვენა ზვეზდასთან” გასამართი მატჩის გარდა, თორნიკე კიდევ რამდენიმე მატჩს გამოტოვებს.
”შენგელია “ცრვენა ზვეზდასთან” არ იქნება. თორნიკემ “ზენიტთან” მატჩის შემდეგ მხრის ტრავმა მიიღო, რის გამოც ის რამდენიმე დაპირისპირებას გამოტოვებს. ქართველს ექიმები გამოკვლევებს უტარებენ”, – წერს ცსკა-ს ვებგვერდი.





