თბილისის „ლოკომოტივმა“ სენეგალელი მცველი ადამა ვადე დაიმატა.
კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 24 წლის აფრიკელმა ცენტრალურმა მცველმა კონტრაქტი უკვე გააფორმა.
ვადემ მიმდინარე სეზონი თურქეთის პირველი ლიგის კლუბ „უმრანიესფორში“ დაიწყო, სადაც 1 მატჩი ჩაატარა.
სენეგალელი თურქეთში გადასვლამდე სამშობლოში „დაკარ საკრე კიურში“ თამაშობდა.





