„ლოკომოტივს“ სენეგალელი მცველი შეუერთდა

0
29

თბილისის „ლოკომოტივმა“ სენეგალელი მცველი ადამა ვადე დაიმატა.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 24 წლის აფრიკელმა ცენტრალურმა მცველმა კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ვადემ მიმდინარე სეზონი თურქეთის პირველი ლიგის კლუბ „უმრანიესფორში“ დაიწყო, სადაც 1 მატჩი ჩაატარა.

სენეგალელი თურქეთში გადასვლამდე სამშობლოში „დაკარ საკრე კიურში“ თამაშობდა.