ფეხბურთში ევრო-2020-ის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია.
ლონდონში, „უემბლიზე“ იტალიისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული მატჩში როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში „სკუადრა აძურამ“ 4:2 გაიმარჯვა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მე-60 წუთზე იტალიელთა კონტრშეტევის დროს ფედერიკო კიეზამ მეტოქის საჯარიმოში ერთი მცველი ჩამოიშორა და შორეულ კუთხეში გაიტანა – 1:0.
მე-80 წუთზე, ესპანელთა შეტევის დროს დანი ოლმომ კარგად შეაყოლა ბურთი იტალიელთა საჯარიმოში შეჭრილ ალვარო მორატას, რომელმაც თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა – 1:1.
მორატა პირველი ესპანელი ფეხბურთელია, რომელმაც 3 ან მეტი გოლი ზედიზედ ორ ევროპის ჩემპიონატზე გაიტანა,
მან საერთო ჯამში ევროპის პირველობებზე 6 გოლი მიითვალა და ესპანეთის ნაკრების ექსფორვარდ ფერნანდო ტორესის რეკორდი გააუმჯობესა.
ესპანეთის ნაკრებმა ევრო-2020-ზე დამატებითი დორ მესამედ ითამაშა. მანამდე, მსგავსი რამ პორტუგალიამ მოახერხა ევრო-2016-ზე.
პენალტების სერიაში იტალიელებიდან ლოკატელის ესპანელთა მეკარე უნაი სიმონმა აუღო, ხოლო ბელოტომ, ბონუჩიმ, ბერნარდესკიმ და ჟორჟინიომ თავისი შანსი გამოიყენეს.
ესპანელებიდან დანი ოლმომ თერთმეტმეტრიანი ძალიან ხუდად შეასრულა – ბურთი კარს გადაცდა. ხერარდ მორენომ და ტიაგო ალკანტარამ გაიტანეს, ხოლო მორატას კარი ჯანლუიჯი დონარიმამ არ დაანება.
იტალია ევროპის ჩემპიონატების ფინალში მეოთხედ გავიდა, ხოლო 2012 წლის შემდეგ პირველად.
„სკუადრა აძურა“ ევროპის ჩემპიონი ერთხელ გახდა – 1968 წელს, ხოლო 2000 და 2016 წლებში შესაბამისად საფრანგეთან (1:2) და პორტუგალიასთან (0:1) დამარცხდა.
იტალიის ნაკრები მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატების ფინალში მეათედ გავიდა. ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ გერმანიას აქვს – 14 ფინალი. იტალიელებმა მსოფლიო პირველობა 4-ჯერ მოიგეს, ხოლო ევროპის – ერთხელ.
ესპანეთის ნაკრები არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალიდან პირველად გავარდა.
იტალიელთა მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში პირველად ითამაშებს. ის ფეხბურთელობისას ორჯერ ნახევარფინალიდან გავარდა – ევროპის 1988 წლის ჩემპიონატზე (საბჭოთა კავშრითან 0:2) და მსოფლიო 1990 წლის ჩემპიონატზე (არგენტინასთან პენალტებუს სერიაში, ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა).
იტალიელთა კაპიტანი ჯორჯო კიელინი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში 5-ჯერ ერთი და იმაგე გუნდის წინააღმდეგ ითამაშა.
იტალიელმა ბონუჩიმ ევროპის ჩემპიონატებზე მე-17 მატჩი ჩაატარა და „საკუადრა აძურაში“ ჯანლუიჯი ბუფონის მიღწევა გაიმეორა.
ესპანელმა ხორდი ალბამ ევროპის ჩემპიონატებზე მე-16 თამაში გამართა და „ფურია როხაში“ ინიესტასა და ფაბრეგასის რეკორდი გაიმეორა.
იტალიამ ევრო-2020-ზე 12 გოლი გაიტანა, რაც დიდ ტურნირებზე „სკუადრა აძურას“ რეკორდის გამეორებაა.
ესპანელმა ნახევარმცველმა პედრიმ იტალიასთან მატჩში 90 წუთის განმავლობაში 55-დან 55 ზუსტი გადაცემა გააკეთა, რაც მიმდინარე ტურნირზე საუკეთესო მაჩვენებელია.
იტალიამ ზედიზედ 33 მატჩი არ წააგო – ბრაზილიისა და ესპანეთის რეკორდის გამეორებამდე 2 შეხვდდრა დარჩა.
ევრო-2020-ის მეორე ფინალსტი დღეს “უემბლიზე” ინგლისსა და დანიას შორის გაირკვევა. მატჩში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.





