რობერტო მანჩინის თქმით, შესაძლოა ტურნირის დაწყებამდე იტალიის ნაკრების ფინალში გასვლის ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ მისი გაწვრთნილები ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად იბრძოლებენ.
იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ლონდონში „უემბლიზე“ ევრო-2020-ის 1/2-ფინალში ესპანეთთან პენალტების სერიაში გამარჯვების მერე გაანცხადა.
„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ იტალიელი ხალხი ასე გავახარეთ. ვიცოდით, რომ მძიმე ბრძოლა გველოდა და ესპანელებმა უამრავი პრობლემა შეგვიქმნეს.
ვცდილობდით ჩვენს მიერ შექმნილი საგოლე მომენტები გამოგვეყენებინა, რომლებიც არცთუ ბევრი გვქონდა, რადგან ბურთს ხშირად არ ვფლობდით. ჩვენ ფინალისკენ ვისწრაფვოდით, მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის დაწყებამდე ამის ბევრს არ სჯეროდა.
ესპანეთის ნაკრების საუცხოო გუნდია, ხოლო პენალტები ლატარეაა. ზოგიერთ მატჩში მოთმინება აუცილებელია და ფინალში დამსახურებულად გავედით.
ესპანეთის ნაკრებმა თავიდანვე გაგვაოცა, რადგან თავდამსმელის გარეშე თამაში გადაწყვიტა. გამარჯვება ყველა სურს, მაგრამ ჩვენ გუნდს რაღაც განსაკუთრებულის მიღწევა უნდოდა. საუცხოო შემადგენლობა გვყავს“ – ციტირებს მანჩინის უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
