ლონდონის „არსენალმა“ ნახევარმცველი მატეო გენდუზი „მარსელში“ გაანათხოვრა.
22 წლის ფრანგი ფეხბურთელი მარსელურ კლუბში მომავალი სეზონის ბოლომდე დარჩება.
„მარსელი“ გენდუზის იჯარაში 1 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო თუ ფეხბურთელის შეძენას გადაწყვეტს 10 მილიონის გაღება მოუწევს.
გასულ სეზონში გენდუზი ბერლინის „ჰერტაში“ გამოდიოდა, რომელშიც ჩატარებულ 24 მატჩი 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.





