„ბარსელონამ“ მცველი ხუნიო ფირპო ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარ „ლიდში“ გაყიდა.
ფირპო „ლიდსთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა, ხოლო მის სანაცვლოდ „ბარსელონამ“ 15 მილიონი ერვო მიიღო. თუ ინგლისური კლუბი მომავალში ფირპოს გაყიდის, “ბარსა” საკონტრაქტო თანხიდან 20% მიიღებს.
ფირპო „ბარსელონაში“ 2019 წელს სევილიის „ბეტისიდან“ 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
მან კატალონიელთა რიგებში ყველა ტურნირზე 41 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანის გარდა, ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
