კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული ასაკობრივი ლიგების კლუბებს, გუნდებს, მწვრთნელებს და წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, სადაც გუნდების ნაწილი ადგილზე იმყოფებოდა, ნაწილი კი მას ონლაინ, ზუმის მეშვეობით დაესწრო.
კალათბურთის ფედერაციამ 2020-2021 წლების სეზონის ასაკობრივ ჩემპიონატებთან დაკავშირებით უკვე მე-4-ედ ჩაატარა ასაკობრივ ლიგებში მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა. დღევანდელი შეკრების მიზანი, მიუხედავად პანდემიის გამოწვევებისა და სირთულეებისა, ასაკობრივი ჩემპიონატების დაწყების საბოლოო თარიღების დადგენა იყო.
შეხვედრა მსჯელობისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გუნდების მზაობით და საერთო შეთანხმებით, გადაწყდა რომ წლევანდელი სეზონის U16, U18 და U20 ჩემპიონატები მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან დაიწყება, რათა ამ ასაკის მოთამაშეებს უმნიშვნელოვანესი სათამაშო წელი არ დაეკარგოთ.
როგორც მოგეხსენებათ, ამ დროისთვის ასაკობრივი ჩემპიონატებიდან უკვე მიმდინარეობს ჯუნიორ-NBA , ხოლო 14-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატი „ა“ და „ბ“ ლიგებში სულ რამდენიმე დღეში, 6 ივლისიდან დაიწყება.
2020-2021 წლის სეზონის ასაკობრივი ლიგებისა და უახლოესი ღონისძიებების კალენდარი ასეთია:
6 ივლისი – 30 ივლისი – 14 წლამდელთა „ა“ ლიგა;
6 ივლისი – 30 ივლისი – 14-წლამდელთა „ ბ“ ლიგა;
12 ივლისი – 16 ივლისი – ბასკონიას კემპი (14, 15, და 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის);
2-30 აგვისტო – მოთამაშეთა განვითარების ლიგა (ეს პერიოდი მოიცავს სრულ პროექტს);
20-25 ივლისი – 20-წლამდელთა ევროჩელენჯი ვაჟებში;
9-14 აგვისტო – 16-წლამდელთა ევროჩელენჯი გოგონებში;
1-10 სექტებერი – 16, 18 და 20 წლამდელთა ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპების დაწყება;
1-10 სექტემბერი – 14 წლამდელთა „ა“ ლიგის გაგრძელება;
1-10 სექტემბერი – 14 წლამდელთა „ბ“ ლიგის გაგრძელება;
20-30 სექტემბერი – 16, 18 და 20-წლამდელთა „ა“ ლიგების დაწყება;
20-30 სექტემბერი – 16, 18 და 20-წლამდელთა „ბ“ ლიგების დაწყება;
22-30 ნოემბერი – მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი;
1 დეკემბერი – 2021-2022 წლების სეზონის ასაკობრივი ლიგების, 14, 16, 18 და 20-წლამდელთა ახალი სეზონის დაწყება ახალი სისტემით, რომელიც კლუბებს, გუნდებს, მწვრთნელებს და წარმომადგენლებს წინა სამუშაო შეხვედრებზე ეცნობათ.





