კასპერ ჰიულმანდმა პირველი რაც ევრო-2020-ის 1/4-ფინალში ჩეხებთან 2:1 მოგებული მატჩის მერე გააკეთა, ფეხბურთელებს „უემბლის“ ფოტო აჩვენა.
დანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ბაქოს „ოლიმპიურ“ სტადიონზე გამართული მატჩის მერე ისაუბრა.
„უბრალოდ დაუჯერებელია! პირველი რაც მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ბიჭებს ვაჩვენე, „უემბლის“ ფოტო იყო, რომელიც შემოდგომაზე გადავიღეთ, როდესაც ლონდონში ვითამაშეთ, მაშინ, მათ ვუთხარი, რომ ჩვენ აქ დავბრუნდებოდით.
მატჩის მსვლელობისას ისეთი შეგრძნება იყო, რომ თითქოს სახლში ვთამაშობდით, რისთვისაც ჩვენს გულშემატკივრებს მადლობას გადავუხდი.
მართალია, განვლილი შეხვედრა ყველაზე სანახაოებრივი არ აღმოჩნდა, მაგრამ სამაგიეროდ ბრძოლა და გოლკიპერის ფანტასტიკური თამაში იყო. ჩვენი აკუმულიატორი ფაქტობრივად ნულზეა, მაგრამ ევროს ნახევარფინალში გასვლა დაუჯერებელი მიღწევაა“ – ციტირებს ჰიულმანდს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
