კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში წყალტუბოში ადგილობრივ „სამგურალსა“ და თბილისის „საბურთალოს“ შორის მატჩით დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა, როდესაც მასპინძლების მეკარე მაქსიმე ქვილითაიმ თავის საჯარიმოში ცრუ მოძრაობით აკაკი შულაიასთვის გვერდის ავლა მოინდომა, მაგრამ საბოლოოდ ბურთი დაკარგა და „საბურთალოს“ ნახევარმცველმა გოლი უპრობლემოდ გაიტანა – 0:1.
„სამგურლომ“, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო თამაშს ცარიელი ტრიბუნების წინა ატარებს, გოლის გაშვებიდან 10 წუთში თანაფარდობა აღადგინა.
მარჯვენა ფლანგიდან დავით კირკიტაძემ სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო წყალტუბოელთა ფორვარდმა სერგო კუხიანიძემ მაღალ ნახტომში კარიდან გამოსულ ოთო გოშაძეს აჯობა და თავით ზუსტად დაარტყა – 1:1.
დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა და სოსო ფრუიძის გაწვრთნილი „სამგურალის“ წაუგებელი მატჩების სერია ოთხამდე გაიზარდა – 3 გამარჯვება და 1 ფრე. წყალტუბოელები 28 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 პოზიციაზე არიან.
„საბურთალოს“ რაც შეეხება, ხვიჩა შუბითის გუნდმა ზედიზედ მეორე თამაში ვერ მოიგო და 32 ქულით მეხუთეა.





