ბრაზილიაში მიმდინარე სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში 4 მეოთხედფინალისტი გაირკვა.
B ჯგუფის მე-5 ტურში ქალაქ გოიასში პედრო ლუდობიკო ტეიშეირას სახელობის სტადიონზე ბრაზილია ეკვადორს შეხვდა და მატჩი 1:1 დასრულდა.
37-ე წუთზე ევერტონის პასის შემდეგ, ედერ მილიტაომ თავური დარტყმით ბრაზილიელები დააწინაურა და შესვენებამდე მეტი გოლი არ გასულა.
53-ე წუთზე, ედერ ვალენსიამ საგოლე გადაცემა ანხელ მენას გაუკეთა, რომელმაც თანაფარდობა აღადგინა.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და ბრაზილიელთა ზედიზედ 10-მატჩიანი გამარჯვება სერია შეწყდა, რომელიც 2019 წლის 19 ნოემბრიდან დაიწყო.
B ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ქალაქ ბრაზილიაში „დისტრიტო ფედერალზე“ პერუმ 48-ე წუთზე ანდრე კარილიოს მიერ გატანილი გოლით ვენესუელა დაამარცხა.
B ჯგუფიდან 1/4-ფინალში ბრაზილია, პერუ, კოლუმბია და ეკვადორი გავიდნენ.




