
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს აზრით, ევრო-2020-ის 1/8-ფინალში კოპენჰაგენის „პარკენ არენაზე“ ხორვატიასთან გასამართ შეხვედრაში, მაყურებელი სიტუაციაზე კონტროლისთვის ბრძოლას იხილავს.
„ჩვენი გუნდისთვის მოედნის ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შუა ხაზში წინასწარ გაწერილ სამუშაოს არ ვასრულებთ, მაშინ საკუთარ თავს არ ვგავართ. თუმცა, ამ შემთხვევაში საუბარი მხოლოდ ჩვენზე არაა და იმავეს თქმა ხორვატიაზეა შესაძლებელია.
სიტუაციაზე კონტროლისთვის ბრძოლას ვიხილავთ. ხორვატ მოთამაშეებს კარგად ვიცნობთ. ამ გუნდის ძირითადი ბირთვის ისეთივეა, როგორიც მაშინ იყო, როდესაც ხორვატებთან მატჩში ესპანეთის ნაკრებს პირველად ვუხელმძღვანელე. მწვრთნელიც არ შეცვლილა და ერთმანეთი დაზეპირებული გვაქვს“ – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
