დანიის მწვრთნელი: „მომხდარის დაჯერება რთულია, ეს ბიჭები ნამდვილი მეომრები არიან“

0
35

დანიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ კასპერ ჰიულმანდისთვის მომხდარის დაჯერება რთულია.

მან ამის შესახებ ევრო-2020-ის 1/8-ფინალში ამსტერდამში იოჰან კრუიფის სახელობის არენაზე უელსთან 4:0 გამარჯვების მერე განაცხადა.

დანიელებმა 23-წლიანი პაუზის შენდეგ ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატებზე პლეი-ოფის მატჩი პირველად მოიგეს, ხოლო 2004 წლის შემდეგ ევროპირველობის 1/4-ფინალში პირველად ითამაშებენ.

„მომხდარის დაჯერება რთულია. აღტაცებული ვარ ბიჭებით და ფაქტით, რომ ბრძოლას ვაგრძელებთ. მნიშვნელობა არ აქვს მოედანზე ვინ გადის, ყველა კარგად თამაშობს,. ეს ბიჭები ნამდვილი მეომრები არიან.

ჩვენ შეგვიძლია მოქნილები ვიყოთ. მატჩის მსვლელობის დროს ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ მოვუმატეთ. საერთოდ, ეს რამდენჯერმე გავაკეთეთ.

დოლბერგის თამაში? მინდა ვთქვა, რომ მან საუცხოოდ ითამაშა. ვფიქრობ, კასპერის სახით ნამდვილი ვარსკვლავური თავდამსხმელი გვყავს. თავდაპირველად ის დიდი ხანი არ თამაშობდა, მაგრამ ვარჯიშებზე ვხედავდი, რომ კარგ სათამაშო ფორმაშია.

ჩემი აზრით, ბედმა მას ამ გრანდიოზული აპოგეის ჩვენება სწორედ აქ არგუნა. მისი პირველი გოლი უბრალოდ დაუჯერებელი იყო“ – იუწყება დანიელის სპეციალისტის ნათქვსმს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.