საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია Golden Boy-ს ნომინანტია.
დღეს, იტალიურმა გაზეთმა Tuttosport-მა ამ პრიზის დაუფლების 100 პრეტენდეტი დაასახელა, რომელთა შორის კვარაცხელიაცაა.
შეგახსენებთ, რომ Tuttosport-ი Golden Boy-ს ევროპის მასშტაბით 21 წლამდე ასაკის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს გადასცემს.
გასყკ სეზონში 20 წლის კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. ის პრემიერ ლიგიდან ერთადერთია, რომელიც პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოველად იბრძოლებს.
Tuttosport-ი Golden Boy-ს გამარჯვებულს მიმდინარე წლის ნოემბერში დაასახელებს. შარშან, ეს პრიზი დორტმუნდის “ბორუსიას” ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა მოიგო.





