საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ განახლდა.
მე-16 ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის „დინამომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და 3 ქულა აიღო.
მატჩის 31-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან გიორგი ლაცაბიძის კარგი პასის შემდეგ, ელვინ ტერამ ნახტომში თავით ლამაზი გოლი გაიტანა – 1:0.
33-ე წუთზე, ნიკა მალიმ მარჯვენა ფრთიდან ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მეკარესა და მცველებს მოლდოველმა ლეგიონერმა დმიტრი მანდრიჩენკომ აჯობა და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.
37-ე წუთზე, გიორგი გოჩოლეიშვილი მარჯვენა მხრიდან შევიდა საჯარიმოში და პასი იური ტაბატაძეს მისცა, რომელმაც კარის მიმართულებით დაარტყა, ხოლო მანდრიჩენკომ მკერდით ბურთს მიმართულება ზუსტად შეუცვალა – 3:0.
მატჩის მეორე ნახევარში მეტი გოლი არ გასულა და თბილისელებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს. “საბურთალომ” ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვა, სადაც მე-16 ტურამდე “დილა” იმყოფებოდა.
აქვე გეტყვით, რომ შეხვედრა საკმაოდ უხეშო აღმოჩნდა. მთავარმა მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი 8-ჯერ აჩვენა, ხოლო 90-ე წუთზე გორელთა კენიელი ლეგიონერი ამოს ნონდი უხეშობისთვის მეორედ გააფრთხილა და გააძევა.
სხვათა შორის, „დილას“ განვლილ შეხვედრაში ანდრეი დემჩენკოს თანაშემწე ირაკლი მოდებაძემ უხელმძღვანელა, რადგან უკრაინელი მწვრთნელი დისკვალიფიცირებულია.





