საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის, აზერბაიჯანელ თანატოლებს მეორე მატჩიც მოუგო.
მასპინძლებს ანგარიშის გახსნის შანსი მე-5 წუთზე ჰქონდათ, მაგრამ ლუკა პარკაძემ პენალტი ვერ გაიტანა. 29-ე წუთზე, ქართველები ნიკა ნინიძემ დააწინაურა.
მე-40 წუთზე, მსაჯმა მოედნიდან შოთა დადუნაშვილი გააძევა. მანამდე, ქართველ და აზერბაიჯანელ ფეხბურთელებს შორის სიტუაცია დაიძაბა.
57-ე წუთზე, არბიტრმა წითელი ბარათი სტუმართა ფეხბურთელ მურად მუსაევს აჩვენა. საერთო ჯამში, განვლილ შეხვედრაში ამ ორი გაძევების გარდა, მსაჯმა 9 ფეხბურთელი „გააყვითლა“.
59-ე წუთზე, გიორგი ტაბატაძემ მასპინძლების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
აზერბაიჯანელებიდან ერთი საპასუხო ბურთი მუსა მამედოვმა გაიტანა და პირველი თამაშის მსგავსად ქართველებმა 2:1 გაიმარჯვეს.
საქართველო – აზერბაიჯანი 2:1 (1:0)
8 ივნისი. თბილისი. სფფ-ს ტექნიკური ცენტრი „ბასა“.
საქართველო U17: კოპალიანი (52. ბედიაშვილი), ჩიხაძე (65. სადღობელაშვილი), საბა ხარჩილავა, ნარიმანიძე (65. მაღრაძე), ციხელაშვილი (52. ტაბატაძე) – სიგუა, ლორთქიფანიძე, დადუნაშვილი – პარკაძე (65. ფარცვანია ((89. პარკინაშვილი)), ნინიძე (52. ბასილაძე), ცეცხლაძე (89. ციკოლია)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური
გოლები: 1:0 ნინიძე (29), 2:0 ტაბატაძე (59), 2:1 მამედოვი (63)
გაფუჭებული პენალტი: პარკაძე (5)
გაფრთხილებები: მუსაევი (, სიგუა (17), აღალაროვი (20), ჩიხაძე (21), ბადალზადე (40), ფარზულაევი (40), აბასოვი (55), ტოპალოვი (85), პარკინაშვილი (90+2)
გაძევება: დადუნაშვილი (40), მუსაევი (57. მეორე ყვითელი)
მთავარი არბიტრი: მამუკა სადილიანი





