ნეიმარის გოლი და საგოლე პასი პარაგვაისთან მოგებულ მატჩში

0
40

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამხრეთ ამერიკის ზონაში ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო.

ამჯერად, ტიტეს შეგირდებმა სტუმრად პარაგვაის 2:0 აჯობეს და შეხვედრის გმირი ნეიმარი გახდა.

მან მატჩის მე-4 წუთზე გაბრიელ ჟესუსის გადაცემის შემდეგ ანგარიში გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე ნეიმარის გადაცემით გოლი ლუკას პაკეტამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ პაკეტამ ბრაზილიის ნაკრების მაისურით თავი პირველად გამოიჩინა.

ნეიმარი 5 გატანილი გოლით შესარჩევ ციკლში ბომბარდირებს შორის მეორე ადგილზეა და ერთი ბურთით ბოლივიელ მარსელო მარტინსს ჩამორჩება.

ბრაზილიამ მიმდინარე შესარჩევში ყველა თამაშში გაიმარჯვა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს 18 ქულით ლიდერობს. ბოლივია 5 ქულით მერვეა.

ურუგვაიმ მიჯრით მეორე უგოლო ფრე ითამაშა. ოსკატ ტაბარესის შეგირდები ვენესუელას ესტუმრნენ და ისევ ქულას დასჯერდნენ.

ურუგვაი 8 ქულით ცხრილში მე-4 ადგილზეა, ხოლო ვენესუელა 4 ქულით მე-9 პოზიციაზეა.