ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ახალი ხელმძღვანელი დანიშნა.
2022 წლიდან ასოციაციის თავჯდომარე დებიუ ჰიუიტი იქნება, რომელიც კომპანია Visa Europe-ს დირექტორთა საბჭოს წევრია და ასევე ბრიტანული რესტორნებისა და პაბების ქსელ The Restaurant Group-ს უძღვება.
2011 წელს ჰიუიტი ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის 157-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ის პირველი ქალია, რომელიც თავჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.




