მოდრიჩი ხორვატიაში საუკეთესო ფეხბურთელი მეათედ გახდა

0
37

ლუკა მოდრიჩი ხორვატიის 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ხორვატიის ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოკითხვაში მწვრთნელები და ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.

მოდრიჩი თავის ქვეყანაში წლის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეექვსედ აღიარეს, ხოლო საერთო ჯამში ეს ჯილდო მეათედ მიიღო.

ხორვატიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ზაგრების „დინამოს“ თავდამსხმელი ბრუნო პეტკოვიჩი დაასახელეს.

საუკეთესო მეკარე ასევე „დინამოს“ გოლკიპერი დომინიკ ლივაკოვიჩი გახდა.

სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი ზაგრების „დინამოს“ მცველმა იოშკო გავრდიოლმა მიიღო.