ლუკა მოდრიჩმა მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.
მადრიდული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 35 წლის ხორვატმა ხელშეკრულება 2022 წლამდე გააფორმა.
ხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი „რეალში“ 2012 წელს „ტოტენჰემიდან“ 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
მოდრიჩმა, რომელიც 2018 წელს ფიფამ და უეფამ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო „ფრანს ფუტბოლმა“ „ოქროს ბურთი“ გადასცა, არაერთი ტიტული მოიგო.
მან „რეალთან“ ერთად 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა, 2-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ერთხელ – ესპანეთის თასი.
გარდა ამისა, მოდრიჩი 3-ჯერ ესპანეთის სუპერთასს დაეუფლა, 3-ჯერ უეფას სუპერთასს, ხოლო 4-ჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში გაიმარჯვა.





