გერმანიის ნაკრების ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.
იოახიმ ლიოვის ადგილს ბუნდესნაკრებში მიუნხენის „ბაიერნის“ ექსთავკაცი ჰანს-დიტერ ფლიკი დაიკავებს.
მან გერმანიის საფეხბურთო კავშირთან 2024 წლამდე ფააფორმა კონტრაქტი, რომელიც ძალაში 1 ივლისს შევა.
ლიოვი ეროვნულ გუნდს, რომელსაც 2006 წლიდან ხელმძღვანელობს, ევროპის პირველობის მერე დატოვებს.
