ნავასი ლიგა 1-ის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს

0
36

კეილორ ნავასი საფრანგეთის ლიგა 1-ში 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

ამის შესახებ ლიგა 1-ის პრესსამსახური იუწყება.

პსჟ-ს 34 წლის კოსტა რიკელმა მეკარემ წლის საუკეთესო გოლკიპერის წოდებისთვის ბრძოლაში ანტონი ლოპესს („ლიონი“), სტივ მანდანდას („მარსელი“), მაიკ მენიანს („ლილი“) და ბენჯამინ ლეკომტს („მონაკო“) აჯობა.

2019 წელს ნახსენები პრიზი მენიანმა მოიგო, ხოლო გასულ სეზონში პრიზი არავისთვის გადაუციათ, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიის გამო ჩემპიონატი ნაადრევად შეწყდა.

ნავასმა მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ჩატაებულ 28 მატჩში 18 გოლი გაუშვა, ხოლო 18-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა.