ჩოგაძე კარიერას ისევ უკრაინაში გააგრძელებს

0
26

თემურ ჩოგაძემ დონეცკის „ოლიმპიკი“ დატოვა და კარიერას „ინგულეცში“ გააგრძელებს.

„ინგულეცის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან 2-წლიანი კონტაქტი გააფორმა.

ამპლუით ნახევარმცველმა ჩოგაძემ ბოლო 2 სეზონი „ოლიმპიკში“ გაატარა და უკრინის პრემიერ ლიგაში 19-ჯერ ითამაშა.

მან პროფესიონალური კარიერა თბილისის „საბურთალოში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ ბათუმის „დინამოში“, „რუსთავსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ გამოდიოდა.