გიორგი ქვილითაიას, რომელიც “ანორთოსისში” იჯარით თამაშობდა, ხელშეკრულება დაუმთავრდა და ბელგიის “გენტს” უბრუნდებდა, რომელთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა თავის ინსტაგრამის გვერდზე “ანორთოსისის” სამწვრთნელო შტაბს, გულშემატკივრებსა და კლუბის თითოეულ წევს მადლობა გადაუხადა.
“ბედნიერი და გახარებული ვარ რომ სეზონი ტიტულით დავამთავრეთ! მთელი წლის მანძილზე იყო ბევრი წარმატება, წარუმატებლობა, მაგრამ ბედნიერებაა, როდესაც წელს ტიტულით ამთავრებ!
მინდა ყველას მოგილოცოთ ეს გამარჯვება და მადლობა გადაგიხადოთ იმ ემოციებისვის რაც ფინალის წინ მივიღეთ, რამაც ძალიან დიდი მუხტი მოგვცა და მოგვცა ძალა თასი ლარნაკაში ჩამოგვეტანა!
მადლობა “ანორთოსისის” თითოეულ წევრს იმისთვის, რომ გუნდის ოჯახის წევრად მიმიღეს, რამაც ადაპტაცია ძალიან გამიმარტივა.
მადლობა სამწვრთნელო შტაბს, მათგან ყოველთვის 100% ნდობა მქონდა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო!
განსაკუთრებული მადლობა კვიპროსელ გულშემატკივარს. მათი ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება” – დაწერა ქვილითაიამ, რომელმაც კვიპროსში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 31 მატჩში 14 გოლი გაიტანა და ქვეყნის თასი მოიგო.
ის საქართველოს ეროვნული გუნდის ფრანგმა თავკაცმა ვილი სანიოლმა 2 ივნისს რუმინეთთან, ხოლო 6 ივნისს ნიდერლანდებთან სტუმრად გასამართი ამხანაგურ შეხვედრებისთვის შეკრებაზე არ გამოიძახა.
