საფრანგეთის თასის ფინალში პსჟ „მონაკოს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის მე-19 წუთზე ანგარიში არგენტინელმა მაური იკარდიმ გახსნა და პარიზელებმა ტაიმი 1:0 მოიგეს.
81-ე წუთზე კილიან მბაპემ მეორე გოლი გაიტანა და პსჟ-მ ბოლო 7 სეზონში თასის მეექვსედ მოიგო.
საერთო ჯამში, პარიზელები არსებობის ისტორიაში თასს 14-ჯერ დაეუფლნენ, რაც რეკორდია. თასზე გამარჯვებებით მეორე ადგილზე „მარსელია“, რომელმა ტიტული 10-ჯერ მოიპოვა.
მაურისიო პოჩეტინომ კარიერაში მეორე ტიტული მოიგო და ორჯერვე პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის რანგში. მანამდე, მან პარიზელებთან ერთად საფრანგეთის სუპერთასზე გაიმარჯვა.
49 წლის სპეციალისტი 2009 წლიდან მუშაობს და პსჟ-მდე „ესპანიოლს“, „საუთჰემპტონსა“ და „ტოტეჰნემს“ წვრთნიდა, მაგრამ ტიტულს არსად დაუფლებია.





