„იუვენტუსის“ მე-14 თასი, ბუფონის უნიკალური მიღწევა

0
35

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის ფინალში ბერგამოს „ატალანტას“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა.

განვლილი შეხვედრის 31-ე წუთზე კულუსევსკიმ გახსნა, ხოლო 41-ე წუთზე მალინოვსკიმ საპასუხო ბურთი გაიტანა.

73-ე წუთზე, კიეზამ გამარჯვების გოლი გაიტანა და „იუვენტუსმა“ არსებობის მანძილზე თასს მეთოთხმეტედ დაეფლა, რაც რეკორდია. მეორე მაჩვენებლი „რომას“ აქვს, რომელმაც თასი 9-ჯერ მოიპოვა.

კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც „იუვეში“ 2018 წლიდან გამოდის, ტურინელთა მაისურით მე-5 ტიტული მოიგო. მანამდე, პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ორ-ორჯერ იტალიის სერია A-ს ოქროს მედლები მოიპოვა და სუპერთასს დაეუფლა.

42 წლის ანდრეა პირლომ, რომელიც „იუვეს“ მწვრთნელის რანგში სადებიუტო სეზონს ატარებს, კარიერაში მეორე ტიტული მოიგო – იანვარში ტურინელებმა იტალიის სუპერთასისთვის ბრძოლაში „ნაპოლი“ დაამარცხა.

პირლომ მოთამაშის რანგში იტალიის თასზე 2-ჯერ გაიმარჯვა – „მილანის“ შემადგენლობაში 2003 წელს, ხოლო „იუვენტუსის“ მაისურით 2015 წელს.

„იუვეს“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის თასის 6-ჯერ მოიგო, რაც რეკორდია. მან საპატიო ჯილდო ერთხელ „პარმას“ (1999) რიგებში მოიპოვა, ხოლო 5-ჯერ „იუვენტუსის“ (2015, 2016, 2017, 2018, 2021).

ბუფონს უნიკალური მიღწევა ეკუთვნის – მან იტალიის თასის სამ სხვადასხვა ათწლეულში მოიპოვა.

სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში „იუვეს“ არცერთი მატჩი წაუგია, როდესაც ბუფონი კარში იდგა – 12 გამარჯვება და 2 ფრე.