„სასუოლოს“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში „პარმასთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ სეზონის დასრულებისთანავე კლუბს დატოვებს.
„გასულ კვირაში „ჯენოასთან“ მატჩამდე კლუბის ხელმძღვანელებსა და მოთამაშეებს ვესაუბრე. მათ ვუთხარი, რომ წასვლა გადავწყვიტე.
ამ გადაწყვეტილებამ ძალიან ამაღელვა და არ გამაბედნიერა, მაგრამ მივდივარ, რადგან ჩემი აზრით გუნდს უკვე ვერაფერს მივცემ. ვგრძნობ, რომ „სასუოლოსთან“ ერთად განვლილი სამი წლის მანძილზე მაქსიმუმი გავაკეთე. იმედია, ახალი მწვრთნელი საქმეს თავს ჩემზე უკეთესად გაართმევს“ – განაცხადა დე ძერბიმ.
„სასუოლო“ იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით მე-8 ადგილზეა. გასულ სეზონში გუნდმა მე-8 პოზიცია დაიკავა, ხოლო დე ძერბის სადებიუტო სეზონში – მე-11.
უკრაინული მედიის ინფორმაციით დე ძერბი დონეცკის „შახტარს“ ჩაიბარებს, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის.
„შახტარმა“ პორტუგალიელი ლუიშ კაშტრუ დაითხოვა, რომელმაც ამ სეზონში ვერცერთი ტიტული მოიგო. 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ პირველად „შახტარი“ ტიტულის გარეშე დარჩა.





