ყაზანის „რუბინმა“ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.
„რუსეთის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში „ურალის“ წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო და პირველ ტაიმში შეცვალეს.
ხვიჩას მარცხენა ბარძაყის ჰამსტრინგის ჯგუფის კუნთები აქვს დაზიანებული და გამოჯანმრთელების პროცესს რამდენიმე კვირა დასჭირდება“ – იუწყება „რუბინის“ პრესსამსახური.
20 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი „გამოიმუშავა“.





